Wednesday, July 1, 2015

1.პროექტის სახელწოდება:  მოსახლეობის ზრდა დროის ინტერვალში.

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოსახლეობის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში    1790-1880 წლებში და  გარკვევა იმისა, იყო თუ არა ეს მატება ,,ექსპონენციალური".

3. პროექტის აქტუალურობა:  მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევითი, შემოქმედებითი,         თანამშრომლობითი და ანალიტიკური აზროვნების უნარები.

4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, გაუკეთებენ              ანალიზს,გამოიყენებენ შედეგების გაანალიზებისას და .წარმოადგენენ გრაფიკულად.

5. მოსწავლეთა ასაკი:  16-17წ.

6. ვადები/ხანგრძლივობა:  ორი კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნება            გრაფიკი,რომელიც ასახავს მოსახლეობის ზრდის დამოკიდებულებას დროზე.
მოსწავლეები დაფიქრდებიან სოციალური პრობლემების აღწერის მათემატიკური მოდელების გამოყენების საზღვრებზე.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცნობარები,სახელმძღვანელოები და
    ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს დავყოფ 4 მოსწავლიან
    ჯგუფებად და მივცემ დავალებებს: I-ჯგუფი მოიძიებს საჭირო  მონაცემებს, II-ჯგუფი      გამოთვლის მოსახლეობის რაოდენობას 10 წლის ბიჯით, კანონზომიერების აღმოსაჩენად  და ადგენს, რომ ეს ზრდა არის ექსპონენციალური. III-ჯგუფი გააკეთებს ანალიზს და IV-  ჯგუფი გამოითვლის ამ კანონზომიერებით მოსახლეობის რაოდენობას   შემდეგ წლებში.
 ბოლოს, ყველა ჯგუფი ერთად მოახდენს პროექტის პრეზენტაციას.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან   კავშირი::გეოგრაფია, ისტორია, ისტ, მათემატიკა.

11. შეფასება: პროექტის შეფასების რუბრიკა.

12. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):რ რაზმაძე
 

No comments:

Post a Comment