1.პროექტის სახელწოდება: მოსახლეობის ზრდა დროის ინტერვალში.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსახლეობის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1790-1880 წლებში და გარკვევა იმისა, იყო თუ არა ეს მატება ,,ექსპონენციალური".
3. პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, გაუკეთებენ ანალიზს,გამოიყენებენ შედეგების გაანალიზებისას და .წარმოადგენენ გრაფიკულად.
5. მოსწავლეთა ასაკი: 16-17წ.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება გრაფიკი,რომელიც ასახავს მოსახლეობის ზრდის დამოკიდებულებას დროზე.
მოსწავლეები დაფიქრდებიან სოციალური პრობლემების აღწერის მათემატიკური მოდელების გამოყენების საზღვრებზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცნობარები,სახელმძღვანელოები და
ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასს დავყოფ 4 მოსწავლიან
ჯგუფებად და მივცემ დავალებებს: I-ჯგუფი მოიძიებს საჭირო მონაცემებს, II-ჯგუფი გამოთვლის მოსახლეობის რაოდენობას 10 წლის ბიჯით, კანონზომიერების აღმოსაჩენად და ადგენს, რომ ეს ზრდა არის ექსპონენციალური. III-ჯგუფი გააკეთებს ანალიზს და IV- ჯგუფი გამოითვლის ამ კანონზომიერებით მოსახლეობის რაოდენობას შემდეგ წლებში.
ბოლოს, ყველა ჯგუფი ერთად მოახდენს პროექტის პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი::გეოგრაფია, ისტორია, ისტ, მათემატიკა.
11. შეფასება: პროექტის შეფასების რუბრიკა.
12. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):რ რაზმაძე